სუპერმარკეტ “გვირილას” თანამშრომლებს დილით მაღაზიის კარის მინა გატეხილი დახვდათ. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია სეიფი, სავარაუდოდ, თანხით და სიგარეტები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. “მთავარი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.