სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცი ემსხვერპლა შემთხვევა ქედელის დასახლებაში, ერთ- ერთ აგარაკზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მაშინ, როდესაც მასპინძელი სტუმრებისათვის სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, ტყვია მის მეგობარს მოხვდა.

კაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო ბრალდებული პირი დაკავებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი