სტრასბურგის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება | 20 ივნისის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე 26 მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა. ანტისაოკუპაციო აქციების დროს დაზარალებულთა საჩივარს ახლა უკვე დიდი პალატა 17 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. ეს იშვიათი გადაწყვეტილება კი საქმის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე მიიღეს. ამ შეთანხმებას წინ უსწრებდა 7 მაისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 7-კაციანმა კოლეგიამ მესამე მუხლის უფლების, წამების აკრძალვის პროცედურული დარღვევა დაადგინა. 

სტრასბურგში საქართველოს სახელმწიფო წინააღმდეგ საჩივარი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 26 დაზარალებულის სახელით გაგზავნა. მათ შორის არის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს აშუქებდა. მიუხედავად მისი პროფესიული საქმიანობისა, მოქალაქეების დასაშლელად გამოყვანილმა სპეცრაზმმა ისიც მიზანში ამოიღო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი