სისხლიანი დაპირისპირება ქუთაისში - რესტორანში ახალგაზრდა დაჭრეს

გამოქვეყნდა:

სისხლისღვრით დასრულდა დაპირისპირება რესტორან "პალადიუმში" -  ერთმანეთს ორი სუფრის ნასვამი წვერები გაუსწორდნენ. დაჭრილია 20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. 2 სასწრაფო ოპერაციის შემდეგ დაზარალებული ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში რჩება.

შემთხვევა გუშინ, 20 სექტემბერს მოხდა. მომხდარიდან მალევე "პალადიაუმში" საგამოძიებო მოქმედეები დაიწყო,  პოლიციაში რესტორნის ყველა სტუმარს მთელი ღამის განმავლობაში კითხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ პირს, რომელმაც 20 წლის ახალგაზრდა დაჭრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი