თბილისში, დიდ დიღომში კაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ღამით მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.