მებაჟეებმა სარფში 42 000 ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს | შემოსავლები

გამოქვეყნდა:

მებაჟეებმა 42 000 ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში: "სარფი", მებაჟე ოფიცრებმა  ეჭვის საფუძველზე,  საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 326.55 გრამი) გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 41 998,35 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი