თელავის მუნიციპალიტეტში სახლი გაქურდეს - წაღებულია ძვირფასი ნივთები და თანხა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სახლიდან, სადაც ქალბატონი მარტო ცხოვრობს, წაღებულია ოქროს სამი ნივთი და 1000 ლარი. მეპატრონის თქმით, დამნაშავე სახლში იმ დროს შევიდა, როცა იქ არავინ იმყოფებოდა. მან გამოძიებასთან  დაასახელა ეჭვმიტანილი პირიც. 

შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს  ექსპერტ-კრიმინალისტებმა. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი