თელავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილი ქალს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

თელავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ქალაქის გასასვლელთან, მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი