ქუთაისის აეროპორტში 43 102 ლარის არადეკლარირებული ოქროს მონეტები ამოიღეს

გამოქვეყნდა:

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 27 სექტემბერს, ქუთაისის აეროპორტში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 187.24 გრამი) მონეტები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43102.65 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი