ლონდონის ჩელსის მფლობელი რომან აბრამოვიჩი ფარულად ფლობდა უფლებებს ფეხბურთელების ტრანსფერზე - ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ დანაყოფზე დაყდრონით ავრცელებს.
FINCEN-ის გამოაქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, აბრამოვიჩი იმ ფეხბურთელებზე ფლობდა ინფორმაციას, რომლებიც ლონდონის ჩელსის არ ეკუთვნიან. ეს აღსანიშნავია, რადგან ინგლისში სხვა გუნდების ტრანსფერებში მონაწილეობა 2008 წლიდან აკრძალულია.
წყაროსვე ცნობით, აბრამოვიჩი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიით „LEISTON HOLDINGS“-ით ყიდულობდა ფეხბურთელებს, ოფიციალურად კი კომპანია „LEISTON HOLDINGS“ სხვა, მესამე პირებს ეკუთვნოდათ.
მაგალითისთვის სტატიაში მოყვანილია, რომ „LEISTON HOLDINGS“ უფლებებს ლისაბონის სპორტინგის ფეხბურთელი ანდრე კარილო ფლობდა, რომელმაც რომან აბრამოჩის მფლობელობაში მყოფი ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 2014 წელს ითამაშა.