გაუუქმეს თუ არა აშშ-ის მიერ დასანქცირებულებს საბანკო ანგარიშები? | სებ-ის პასუხი

გამოქვეყნდა:

გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისადმი  აშშ-ის მიერ დასანქცირებული პირების საბანკო ანგარიშების გაუქმების (გაყინვის) შესახებ - სადეპუტატო კითხვით რომან გოცირიძემ ეროვნულ ბანკს მიმართა.

საუბარია გდდ-ის ხელმძღვანელის , ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურის, ასევე პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლებზე - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. 

სებ-ის საპასუხო წერილში, რომელსაც ხელს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა აწერს, კონკრეტული პასუხი გაცემული არაა და ნათქვამია, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე, მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე:

"ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, როგორც წესი, არ მოიცავს კონკრეტულ პირებთან/ანგარიშებთან დაკავშირებულ მითითებებს. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასება უნდა მოახდინოს თავად ფინანსურმა ინსტიტუტმა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელებასა და სხვა ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია." აცხადებს სებ-ი 

თუმცა, უწყება ამტკიცებს, რომ  განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით:

აღსანიშნავია, რომ ფინანსური სექტორის წარმომადგენლების ადგილზე და დისტანციური შემოწმების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან. მოწმდება ფინანსური სექტორის წარმომადგენლის მიერ სანქცირებული პირების გამოვლენისა და ტრანზაქციების შესწავლის საკითხი, ასევე, საერთაშორისო სანქციების დაცვის კუთხით შემუშავებული და დანერგილი კონტროლის მექანიზმები.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით." ნათქვამია სებ-ის წერილში. 

შეგახსენებთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა "ხარებას", ლაგაზაურს, მორგოშიასა და მახარაძეს ფინანსური სანქციები 16 სექტემბერს დაუწესა

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი