მახარაძე, მორგოშია, ხარაზიშვილი, ლაგაზაური | რა ქონებას ფლობს ის 4 პირი, რომელსაც აშშ-ის ფინანსური სანქციები შეეხო

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა, საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის ფინანსური სანქციები 4 პირს დაუწესა. მათ შორისაა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება და მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური. მათთან ერთად სანქცირებულია ჰომოფობიური და რადიკალური დაჯგუფების 2 წევრი - კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე. ოთხივე მაგნიტსკის სიით დასანქცირდა, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. 

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, ვახტანგ გომელაურის პროტეჟეა და ის მის უშუალო მფარველობაში იმყოფება. სანამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნავდნენ, ის სპეცდანიშნულების დანაყოფს "შავნაბადას" ხელმძღვანელობდა. სწორედ ეს დანაყოფი 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს იდგა წინა რიგებში, მაშინ როდესაც სპეცრაზმი მომიტინგეებს დამიზნებით ესროდა. 

ხარებასთან ერთად მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური უკანონო ბრძანებების გამცემად და უსიტყვო შემსრულებლად მიიჩნია საქართველოს მთავარმა მოკავშირემ.

ძალოვნებისგან განსხვავებით, სანქცირებულ 2 კერძო პირს ძირითადად ალტ-ინფოს დამფუძნებლებად და ჰომოფობიური რადიკალური დაჯგუფების წევრებად იცნობენ, თუმცა კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე ბიზნესმენებიც არიან. მათ მრავალ კომპანიაში ბიზნეს წილი აქვთ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი