"თვითნებურად წავიდნენ" | ჭიდაობის ფედერაცია ვლადიკავკაზის ტურნირში მონაწილე სპორტსმენებზე

გამოქვეყნდა:

"ფედერაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა" - ასე უპასუხა ჭიდაობის ფედერაციამ "მთავარ არხს" ქართველი სპორტსმენების იმ ტურნირზე გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ ქვეყნებად მოიხსენიებენ. ფედერაცია ამტკიცებს, რომ მიწვევა არ მიუღიათ და სპორტსმენები იქ თვითნებურად წავიდნენ: 

"ფედერაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა.  არც მოწვევა მიუღია ფედერაციას, არც არავინ გაუშვია.
ეს სპორტსმენებიც არ არიან ნაკრების აქტიური წევრები. არც მათი მწვრთნელები. წავიდნენ თვითნებურად და სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს" უთხრეს "მთავარ არხს" ფედერაციაში. 

შეგახსენებთ, ქართველი მოჭიდავეები ვლადიკავკაზში იმ ტურნირზე გამოვიდნენ საასპარეზოდ, სადაც თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ჩრდილო ოსეთის დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენები საქართველოს ნაკრების  ფორმითა და სიმბოლიკით წარდგნენ. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი