ქართველმა მოჭიდავეებმა ვლადიკავკაზში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით გამოდიოდნენ

გამოქვეყნდა:

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ჩრდილოეთ ოსეთში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოჭიდავეებიც. 

ქართველ მოჭიდავეებს შორის ფიქსირდებიან -  70 კგ წონით კატეგორიაში: კობახიძე, 65 კგ წონით კატეგორიაში: ბეშიძე, 97 კგ წონაში: ბაზაძე. ოკუპირებული აფხაზეთიდან 70 კგ წონით კატეგორიაში: კოკოსკერია, ძუკია, 65 კგ წონით კატეგორიაში: კეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან: 97 კგ-ში ჯაგაევი, 92 კგ-ში ჩერტკოევი. 

გარდა მოჭიდავეებისა საპატიო სტუმრებს შორის დასახელებულია მიხეილ მამიაშვილიც. ქართული გვარის მქონე, უკრაინაში დაბადებული ვეტერანი სპორტსმენი, ორგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ამჟამად რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი