წინა წელთან შედარებით ნიორი 75%-ით, თვითმფრინავით მგზავრობა 36%-ით, ქორწინების ბეჭედი კი 24%-ით გაძვირდა

გამოქვეყნდა:

2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის  მაჩვენებელი 0.8 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემების თანახმად 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 2024 წლის სექტემბერში

სამომხმარებლო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე.

 

  • ნიორი 75%,
  • კივი 52%,
  • მანდარინი 38%,
  • თვითმფრინავით მგზავრობა 36%,
  • ლიმონი 35%
  • ბავშვის ქურთუკი 29%
  • კიტრი 27%
  • მღებავის მომსახურება 24%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 24%
  • ფორთოხალი 23%
  • ელექტროგაყვანილობის ხელოსანი 22%
  • პომიდორი 21%
  • ბრინჯი 18%
  • სკოლა-ლიცეუმის გადასახდელი 18%
  • ჩამოსასხმელი ღვინო 16%
  • ავტომობილის რეცხვის გადასახადი 15%
  • ხინკალი რესტორანში 12%
  • სასტუმროს მომსახურების ღირებულება 11%
  • საბავშვო ბაღის გადასახდელი 8%
  • კბილის ამოღება 8%

ავტორი: ნინო ზედგენიძე

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი