თბილისის ღამის კლუბებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა, რაც მოსამართლემ გაიზიარა და დაკავებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
დაცვის მხარისთვის კი მოსამართლის გადაწყვეტილება მიუღებელია და ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაადასტურებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.
იხილეთ ასევე: