
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისში, სოფელ დიღომში ინფიცირებულთა ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა.
ვირუსის გავრცელება დაბადების დღეს უკავშირდება.
„გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში. ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები, შეიკრიბნენ, მოხდა ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და სტაბილიზირებულია ვითარება ამ ეტაპზე“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე