ბაღდათის მუნიციპალიტეტში ოჯახი დააყაჩაღეს და სახლში მყოფებს სცემეს

გამოქვეყნდა:

ყაჩაღობა იმერეთში -  ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როხში, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული პირები სანიკიანების ოჯახში შეიჭრნენ და თანხასა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. 

ამ დრომდე დაუდგენელი პირები ფიზიკურად  გაუსწორდნენ სახლში მყოფებს, რის გამოც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შუახნის კაცი, კლინიკაშია მოთავსებული.  

დაზარალებული ოჯახი კამერასთან საუბრისგან თავს იკავებს. მეზობლების ინფორმაციით კი, სანიკიანების ოჯახში სამი ნიღბიანი შეიჭრა. დაზუსტებით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს ნიღბიანებმა.

სოფელში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეიარაღებულ თავდამსხმელებს  პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი