ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო შეშინებული, დაბნეული - ადვოკატი გლდანის ციხის პატიმარზე

გამოქვეყნდა:

გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში 4-მა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.  ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარს" ერთ-ერთი პატიმრის დედას მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ ძალადობა ციხის უფროსის უშუალო დავალებით ხდება. დაკავებული გიორგი დიღმელაშვილის ადვოკატი მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხის ინსპექციის მიერ ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობიან. ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს არა ძალადობა, არამედ მართლაც თვითდაზიანება იყო, თუმცა მოტივი ფისქოლოგიური ზეწოლა გახდა.

პრინციპში ეს არის თვითმკვლელობის მცდელობა, მიმაჩნია, რომ აქ გარკვეული ფსიქიკური ზემოქმედება მოხდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო შეშინებული, დაბნეული. როცა ვკითხე, თქვა რომ პატიმრებისგან არა, დანარჩენი ვინ რჩება იქ?! - ამბობს ადვოკატი.

მეორე პატიმრის, შენგელი ჯაჭვაძის ცოლის თქმით, პასუხისმგებლობა ციხის ადმინისტრაციას ეკისრება. მისი განცხადებით, მომხდარი ციხეში არსებულ პრობლემას უკავშირდება და გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 პატიმარი შიმშილობს.

ჩემი მეუღლე არის 43 წლის, ასაკობრივი სხვაობა იმდენია, რომ ერთი თუ რამეს იზამს, მეორე გადააფიქრებიებს. არ არსებობს, რომ ორივე პატიმარმა უბრლაოდ ყავის და ჩაის მოთხოვნით ამხელა თვითდაზიანება მიიყენეს, რომ საავადმყოფოში გადასაყვანები გახდნენ, - ამბობს მაია ჭეჭვაძე.

პატიმრების ოჯახის წერვები მეტი დამაჯრებლობისთვის პენიტენციურ სამსახურს სთხოვენ მათი მონახულების საშუალება მისცენ, ან ფოტოსურათები გამოუგზავნონ. უწყებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ პატიმრებმა თვითდაზიანება მიიყენეს და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი