ეკონომისტების პროგნოზით, ეროვნულ ბანკს კიდევ ბევრჯერ მოუწევს რეზერვების გაყიდვა იმისთვის, რომ ლარის გაუფასურება შეაჩეროს.
ლარი კი ვარდნას განაგრძობს და ბოლო ოფიციალურ მონაცემებით, დოლართან მიმართებაში ის კიდევ სამი თეთრით გაუფასურდა.
ეროვნულ ვალუტის კურსზე პირდაპირ დამოკიდებულია პროდუქტებისა და საწვავის ფასი. ოქტომბრიდან ბიზნესის წარმომადგენლები ფასების მკვეთრ ზრდას ელოდებიან:
ეს არის სიტყვის მასალა, რომელიც დღეს გამოყენება, რომ არაფერი საგანგაშო არ არის, ერთ თვეში საგანგაშო იქნება, მინდა დავამშვიდო - ამბობს "ჯორჯიან ბეიქერსის" ხელმძღვანელი მიშა ფარულავა
ეს არის ფაქტორი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასზე. მოლოდინები იმის გათვალისწინებით, რაც ფიქსირდება ლარის კურსზე, არ არის ოპტიმისტური - ამბობს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვარალშვილი.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი უკვე 3.2537 ლარი ღირს, მაშინ როცა დღეს მისი ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი იყო. შესაბამისად ეროვნული ვალუტა დოლართან 3 თეთრით გაუფასურდა.
2 თეთრით გაუფასურდა ევრო და ახალი კურსით ის 3.8267 ლარი ღირს. დღეს მოქმედი კურსით კი მისი ფასი 3.8050 ლარ იყო.
გაუფასურების შესაჩერებლად კი ცნობილი ხდება, რომ ეროვნული ბანკი ხვალ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.