"დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი" | ქართველი ემიგრანტები სტრასბურგში აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

"დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი"  - ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხის განხილვის დაწყებამდე სტრასბურგში მცხოვრები  ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული, ხმის მიცემის უფლების დაცვას ითხოვენ.

ემიგრანტები  "ოცნებას" არჩევნებში მონაწილეობაში მიზანმიმართულად ხელშეშლაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გახსნას დამატებითი საარჩევნო უბნები მათთვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ, ხვალ კი რეზოლუციას უყრიან კენჭს, რომლის ტექსტზეც ევროდეპუტატები უკვე შეთანხმდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი