თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

გამოქვეყნდა:

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის - ინფორმაციას თვითმხილველები გვაწვდიან. 

ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სადენებს წაეკიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთავარი არხის ვებგვერდს გვითხრეს, რომ ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი