ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 40 წლამდე მამაკაცმა თავისი მეზობელი სახლის აივანზე მოკლა - დანაშაულის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ, ოჯახის წევრები კი მკვლელობის კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ.
"ჩუმად მოეპარა, პირდაპირ თავში ესროლა, რომ წაიქცა მივიდა და გულშიც ესროლა. კი არ გაიქცა, ახლად გადატენა და ყველა მოსაკლავად მიდიოდა. ჩემი თვალებით ვუყურე" ამბობს დანაშაულის თვითმხილველი მოკლულის ახლობელი.
ახლობლები ჰყვებიან, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ბოლო რამდენიმე წელი განსაკუთრებულად აგრესიული იყო. მათივე ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი წლების წინ სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჰქონდათ.
მკვლელობა ლეღვაში 8 ოქტომბერს მოხდა. ბრალდებული საკუთარ სახლთან დააკავეს.