საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით, თანხის გამძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. როგორც ირკვევა დამნაშავე დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდას სთხოვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ბრალდებული, საზღვარგარეთ მყოფ პირს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდა და დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა ერთ-ერთი დაზარალებულის სახლის ეზოში, მუქარის შემცველ წერილში მოთავსებული 3 ვაზნა, ხოლო მეორე დაზარალებულის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით აალებადი ნივთიერებით სავსე ცეცხლმოკიდებული ბოთლი გადააგდო", - ნათქვამია განცხადებაში.