რას ითხოვენ "ენგურჰესის" თანამშრომლებისგან? | "მთავარის" ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, "ენგურჰესის" ადმინისტრაცია თანამშრომლებს წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობებს ართმევს. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო ენერგო კომპანიის დირექცია ამ ფორმით დასაქმებული ადამიანების არჩევნებში მონაწილეობაში შეზღუდვას ცდილობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, "მთავარმა არხმა" ექსპერიმენტი ჩაატარა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ენგურჰესის რამდენიმე თანამშრომელს დაუკავშირდა და თავი ამავე სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლად გააცნო. ჟურნალისტმა თანამშრომლებს დაუსვა კითხვა, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. ნაწილმა დაადასტურა, რომ მათ ხელმძღვანელობისგან მიიღეს დავალება, რომ სამსახურში უნდა მიიტანონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და მხარი მმართველ პარტიას დაუჭირონ.

"დიახ [პირადობებთან დაკავშირებით მითხრეს]. კი ბატონო, კი ბატონო [ვაპირებ "ქართულ ოცნებას" მივცე ხმა]" - განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა სატელეფონო საუბრისას. 

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "მთავარი არხი" კომპანიის ხელმძღვანელს ლევან მებონიასაც დაუკავშირდა, თუმცა მან არცერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა - "პრესსამსახურს მიმართეთ" - განაცხადა მებონიამ.

შემდეგ კი "ენგურჰესმა" სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და "ბრალდება" უარყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი