წარსულში უთანხმოების გამო, იარაღიდან გასროლით მოკლა და მეორე პირის მოკვლის განზრახვით გაისროლა | პროკურატურა ლეღვაში მომხდარზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეღვაში, 60 წელს გადაცილებული კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მცხოვრები პირი ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, რის შემდგომაც ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი წარსულში არსებული უთანხმოების გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ბრალდებულმა ასევე მეორე პირის მიმართ მოკვლის განზრახვით გაისროლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, კიდევ ერთი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მცხოვრები პირი ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, რის შემდგომაც ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი წარსულში არსებული უთანხმოების გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ბრალდებულმა ასევე მეორე პირის მიმართ მოკვლის განზრახვით გასროლა განახორციელა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მკვლელობის იარაღი, ასევე ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები იქნა ამოღებული.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ორი პირის მიმართ), 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი