ხმაური გლდანის ციხესთან - ქალი, რომელიც ციხის ადმინისტრაციას არადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, მისი პატიმარი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ითხოვდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ციხის ადმინისტრაცია მათ ატყუებს და დაშავებული პატიმრების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.
შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მერვე დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარს ხელები დაუსერეს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას "სიცრუე" უწოდა და განმარტა, რომ ერთ საკანში მყოფმა სამმა პატიმარმარმა თვითდაზიანებები მეტლახის ნატეხით თავად მიიყენეს. პატიმრის ოჯახის წევრებმა რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართეს.