სიტყვიერი დაპირისპირება და მუქარა ტრანსგენდერების მიმართ. ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გვიან ღამით ორმა პირმა ტრანსგენდერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ტრანსგენდერები პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ პირები, ვინც მათ დაუპირისპირდნენ მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, როდესაც ადგილზე "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მივიდა.