4 სექტემბერს კორონაზე ტესტი უარყოფითი იყო - ენდელაძე 24-ე გარდაცვლილზე

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.  ამასთან, პაციენტის 3 და 4 სექტემბერს აღებული კორონავირუსის ტესტი უარყოფითი იყო, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ თქვა. 

დღეს გარდაიცვალა დილის 8 საათზე, ჩვენთან ერთი პაციენტი, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული 18აგვისტოს. ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები... მისი მდგომარეობა covid 19-ის მხრივ, გარკვეულწილად გაუმჯობესდა იმიტომ, რომ უკვე სამ და ოთხ სექტემბერს იყო უარყოფითი. ორჯერადი დატესტვით. მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო პაცინეტის გამოყვანა ვერ მოხერხდა, - ამბობს მარინა ენდელაძე.

 ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორუდული 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა - 1.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 4140
  • გამოჯანმრთელებულია - 1643
  • მათ შორის გარდაცვლილია - 24
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5390
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 24 მილიონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი