ქუთაისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში უცნობი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში უცნობმა პირმა მაღაზიიდან თანხა გაიტაცა. ამ დრომდე დაუდგენელი პირი, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია “ნიკორას” ფილიალში შეიჭრა. ქსელური მარკეტის თანამშრომლები იხსენებენ, რომ უცნობმა პირმა სალაროს თარო, სადაც თანხა იყო, მთლიანად გაიტაცა.

"წაღებულია 220 ლარი, სალაროს უჯრა მთლიანად წაიღო, ნიღაბი ეკეთა თუ არა, ვერ დავინახე, ისე დავიბენი. "კაპიუშონი" ჰქონდა თავზე წამოფარებული", - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი