ხელვაჩაურში მაღაზია გაქურდეს და სიგარეტები წაიღეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გაქურდულია რამდენიმე მაღაზია, თუმცა პოლიცია მხოლოდ ერთის გაქურდვის ფაქტს ადასტურებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, დაკავებული არავინაა.