
საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, კროონავირუსის 227 ახალი შემთვევიდან 165 აჭარას უკავშირდება.
კვლავ ლიდერეობს აჭარა - აჭარაში გახლავთ 165 ახალი კოვიდინფიცირებული. შედარებით ნაკლებია თბილისში 34 პაციენტი გახლავთ. რუსთავში 4. იმერეთში არის 14 შემთხვევა, აქედან 2 არის თერჯოლა და 12 არის ქუთაისი. გურიაში გახლავთ 4 შემთხვევა, აქედან ერთი არის ლანჩხუთი - 3 ოზურგეთი. გვაქვს დუშეთში ერთი შემთხვევა. ზუგდიში არის 2 შემთხვევა ახალი კოვიდ ინფიცირებული, - ამბობს მარინა ენდელაძე.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა - 1.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 24 მილიონი.