იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ყველა ახალი შემთხვევის წყარო დადგენილია.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 14 ახალი შემთხვევა. ყველა ახალი შემთხვევის წყარო დადგენილია, ეს უკავშირდება სავაჭრო ცენტრს, მაღაზიას, ასევე საირმეში გამოვლენილ შემთხვევებს" - ამბობს შალამბერიძე.
მისივე თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 1324 ტესტი გაკეთდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა