ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს გამოიკითხება

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მტკიცებულებების გაყალბებისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის საქმეზე დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.

ამ წუთებში ეკა ქობესაშვილს კითხავენ, დღის მეროე ნახევარში კი, მიხეილ რამიშვილი დაიკითხება. 

ადვოკატები ამბობენ, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში, სატელიტის კადრები, მათ მტკიცებულებად არ წარუდგენიათ - ეს იყო მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას მიაწოდეს.

პროკურატურამ იცის კარგად მე რა ინფორმაციაც მაქვს, მათ უკვე მივაწოდე ეს ინფორმაცია და შედგა გასაუბრების ოქმი. თუმცა, თუ მათ კიდევ დამატებით კითხვები აქვთ, შემიძლია და მზად ვარ ვუპასუხო.... ჩვენი დაბარება დღეს სასამართლოში, თუნდაც საგამოძიებო უწყებაში არასწორი ქმედებაა...  ამას უნდა მოჰყვეს სათანადო გამოხმაურება ადვოკატთა კორპუსიდან" - ამბობს ქობასაშვილი.

თავის მხრივ, ოჯახის ადვოკატი მიხელ რამიშვილი ამბობს, რომ მაგისტრი მოსამართოლის თანდასწრებით გამოძებას ყველა კითხვაზე უპასუხებს, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ყველანაირად ცდილობს, რომ ის საქმეს ჩამოაშორონ. 

... სჯობს მესამე პირიც დაესწროს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწერებით გავცემ  კითხვებს პასუხს. ყველანაირად ცდილობენ, საქმეს ჩამომაშორონ. საქმე მიდის ისეთ გზით, რასაც ჰქვია თვითმკვლელბა და მე, რომ საწინააღმდეგოსკენ მიმაქვს მაგაში ვუშლი ხელს, - თქვა რამიშვლმა 

პროკურატურას საქმე აღძრული აქვს მტკიცებულებების გაყალბების და ფალსიფიცირების მუხლთ. ადოვკატები, სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში იკითებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი