
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში სკოლის მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო თავად მასწავლებელია, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და ხაიშის სკოლაში მიწვეული პედაგოგია. ამ დროისთვის სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
სოფელ ხაიშში ეს კორონავირუსის პირველი შემთხვევაა.
ცნობისთვის, სამეგრელოს რეგიონში სულ 42 დადასტურებული შემთხვევაა, ინფიცირებულები ძირითადად ბათუმისა და რუხის კლინიკებში არიან გადაყვანილები.
საქართველოში ბოლო 24 საათში დაინფიცირდა - 227 ადამიანი; გამოჯანმრთელდა 69; გარდაივცალა 2.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.