თამაზ მეჭიაურის მძღოლი კომიდან გამოვიდა, ის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებენ სამართალდამცველები გიორგი ხუმარაშვილის გამოკითხვას.
ხუმარაშვილის ოჯახი კი გამოძიებას უნდობლობას უცხადებას და ზურაბ ბექაურის დაკავებას ითხოვენ.
ხუმარაშვილის დედა ამბობს, რომ ოჯახს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.
სამმართველოს პოლიციას უნდობლობას ვუცხადებ და შევიტანე გენერალურ პროკურატურაში ჩემი შვილის საქმე, რომ ეს პიროვნება დააკავონ. მტკიცებულებებს ელოდებიან, რა მტკიცებულებებს ელოდებიან? საკმარისი ის არ არის, მოვიდა, სცემა ჩემი შვილი და თვითმკვლელობამდე მივიდა - ამბობს ნენე ხარხერაული
ხუმარაშვილზე ზეწოლას არც თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური გამორიცხავს და ამბობს, რომ მასთან მის მძღოლს ამ თემაზე პირდაპირ არ უსაუბრია, თუმცა გარკვეუილი მინიშნებები იყო. მეჭიაური სამართლიან გამოძიებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს თამაზ მეჭიაურის მძღოლმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა.
მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულთან, ზურაბ ბექაურთან. ბექაური გიორგი ხუმარაშვილს აიძულებდა, მუნიციპალიტეტის მერის - მეჭიაურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა.