რუსთავში, პარკირების გამო, მეზობლებმა ერთმანეთს სცემეს

გამოქვეყნდა:

რუსთავში პარკირების გამო კაცს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა რუსთავის მე-17 მკრ-ში მოხდა.

მათი თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის საპარკინგე ადგილის გამო დაიწყო, რაც, მოგვიანებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი