ჯანდაცვის სისტემა კრიტიკულ ზღვარზე - აჭარაში საწოლების დეფიციტია

გამოქვეყნდა:

შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემამ კოვიდინფიცირებულთა მატებას ვეღარ გაუძლოს. პაციენტების მისაღებად აჭარაში საწოლები თითქმის აღარ დარჩა, რის გამოც, ინფიცირებულების გადაყვანა ექიმებს სხვადასხვა ქალაქში უწევთ.

ქვეყანაში კლინიკები გადატვირთულია, მედპერსონალი კი მცირე, რამაც, შესაძლოა, მედიკოსები ინფექციის გამავრცელებლად აქციოს. სპეციალისტების გამოთვლებით, მალე ბათუმში საშუალოდ, 3000 საწოლი გახდება საჭირო. მანამდე კი, სპეციალისტები, უახლოს პერიოდში, კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლის გაორმაგებას ელოდებიან. რაც მათი აზრით, ადგილების კატასტროფულ დეფიციტს შექმნის. 

საყოველთაო პანიკის ფონზე, ჯანდაცვის სისტემა არ ღელავს. უწყების მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში 2522, აჭარაში კი 700-მდე საწოლია მობილიზებული. 

დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული - 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი