გასულ ღამეს ე.წ. "მალაკნებზე" ახალგაზრდა კაცი მოკლეს. თვითმხილველი "მთავარ არხს" უყვება, რომ კაცს ჯერ მანქანით დაეჯახნენ, რასაც შელაპარაკება და ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ კი, მანქანიდან გადმოსულმა ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ჯერ გაისროლა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, რომელთაც კამერებთან გამოჩენა არ ისურვეს, კონფლიქტის მიზეზი აღებული ვალი იყო. ინციდენტს 10 მდე მონაწილე ჰყავს. წინასწარი ინფორმაციით საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. შსს-ში კი დეტალებს ამ დრომდე არკვევენ.