გასულ ღამეს, თბილისში მოკლული ახალგაზრდა 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილია. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება.
"პაციენტი შემოიყვანეს გუშინ საღამოს. იყო ცეცხლნასროლი ჭრილობები მარცხენა წვივის და მარცხენა ქუსლის არეში. გამოკვლევისას დადგინდა, რომ წვივის არეში იყო რბილ ქსოვილში დაზიანებები და ქუსლის ძვალი იყო დამტვრეული. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა წარმატებით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია" განაცხადა ქირურგიული განყოფილების უფროსმა, გიორგი გოგოლაძემ.
თავად მკვლელობა კი არაოფიციალური ინფორმაციით, წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფირცხალაიშვილს სავარაუდო დამნაშავე ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი ესროლა. ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა. მკვლელობა ე.წ. "მალაკნების" ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციამ უკვე ამოიღო ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა დაკავებული არავინაა.