"სოც.დაუცველების დაშინება და შანტაჟი - როგორ ემზადება "ოცნება" არჩევნებისთვის" | "აი, ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიება

გამოქვეყნდა:

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ წინა საარჩევნო გარემოში სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველთა წინააღმდეგ გამოვლენილ დაშინებასა და მუქარაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. 

როგორც "აი, ფაქტის" მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია, გამოკითხვა საქართველოს სამ რეგიონში ჩატარდა. როგორც სოფლებში თავად სოციალურად დაუცველები ამბობენ, მთავრობას პროპორციული არჩევნებისთვის "სამზადისი" უკვე დაწყებული აქვს.

როგორც ორგანიზაცია წერს, ოლიგარქის მთავრობამ ხმების მისაღებად, სოციალურად დაუცველებზე მუქარის, ზეწოლისა და შანტაჟის პრაქტიკა აამოქმედა. 

“ყველაფერს შეგიჩერებთო. წელს მაგრად ეშინიათ, მიხვდი? გააქტიურებულები არიან, რომ ხალხი უმეტესი ხმას არ მისცემს. დადიან და ხალხს ეუბნებიან, ხმა ვის უნდა მისცეთო. მანქანას აღარ გამოგიშვებთ ამ სოფელშიო… ტრანსპორტსო… სოფლის გამგეობიდანაც იყვნენ. სოფლის გამგეობაც დადის და აფრთხილებს ხალხს. ყველგან დადიან მაგენი” - ამბობს ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი. 

დუშეთში კი სოციალურად დაუცველები ღიად საუბრობენ, რომ მთავრობა ხალხში შიშს აღვივებს. მათი თქმით, ოლიგარქის პარტიის წარმომადგენლები უბან- უბან დადიან და მოსახლეობას სამუშაოს დაკარგვით აშინებენ. 

“ხალხში შიშებს მთავრობა აღვივებს. [სოციალურად დაუცველებს] აშინებენ, დახმარებას შეგიწყვეტთო… ჩვენც გვაშინებენ, მე სადაც ვმუშაობ. ჩუმად იყავითო. თუ ხმას არ მოგვცემთ, იცოდე რომ სამუშაოს დაკარგავო. არჩევნების წინ უბან-უბან დადიან. მე რომ მივედი კინოს შენობაში [“ქართული ოცნების” ამომრჩევლებთან შეხვედრაზე], მაშინ მითხრეს ბიჭებმა, სამუშაოს დაკარგავო. პარტიის წევრია ერთი ბიჭი, “ქართული ოცნების” კოორდინატორია, სახელი არ ვიცი. მე ძალაზე მედგნენ, რომ წაგიყვანთო და შემოხაზავთო”, - ამბობს ადგილობრივი.

კვლევის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა რიგებში ყველაზე მოწყვლადი ის ნაწილია, რომელიც მთავრობამ დასაქმების პროგრამებში ჩართო.  საგამოძიებო ჩატარებული ინტერვიუებითაც დასტურდება, რომ სხვადასხვა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში ამ ადამიანებს 300-ლარიანი სამსახურების წართმევით ან პირდაპირ ემუქრებიან, ან მინიშნებებს აძლევენ. მათთან ამ საკითხზე სასაუბროდ, ძირითადად, სოფლებში მერის წარმომადგენლები ან მმართველი პარტიის კოორდინატორები მიდიან. 

ფოტო: "აი, ფაქტი"

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი