"კოალიცია ცვლილებისთვის' ყველა ფორმალურ წესს გამოიყენებს, ჩახსნის საპარლამენტო სიას და უარს უტყვის მანდატებზე. ელენე ხოშტარიას განცხადებით, კოალიციის წარმომადგენელი ამ წუთებში ცესკო-ში იმყოფება და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, მიმართავს სიის ჩახსნის თაობაზე:
"შეკრება, რომელიც ჩატარდა პარლამენტში, არანაირი კავშირში არაა ხელისუფლებასთან იმიტომ რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ამას არეგულირებს კონსტიტუცია და არჩევნები რომელიც ჩატარდა იყო აბსოლუტურად გათელილი კონსტიტუციის გზით და ხალხის ნების საწინააღმდეგო. შესაბამისად, რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბონ ეს შეკრება ვერ იქნება აღიარებული ძალაუფლებად ამას არ აღიარებს არც საერთაშორისო საზოგადოება, არც ოპოზიციური პარტიები და რაც მთავარია, არც ქართველი ხალხი.
ამ კონკრეტულ მომენტი მინდა განვაცხადო ფორმალურად, კოალიცია ცვლილებისთვის სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენ სიას, არ ვაღიარებთ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ ჩვენგან არ შედგამს ამ პარლამენტში" განაცხადა ხოშტარიამ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები განმარტავენ, რომ პროცედურულად უფრო გამართულია ჯერ სიის ჩახსნა, შემდეგ კი ინდივიდუალური განცხადებები მანდატების დატოვებაზე:
"ჯერ არის სიების ჩახსნა, რაზეც ცესკოში განცხადება წესით შესული უნდა იყოს. მაგის შემდეგ იწერება ინდივიდუალური განცხადებები მათთვის ვისთვისაც გამოწერენ მანდატებს. ანუ ჯერ იხსნება სია, შემდეგ არის ინდივიდუალური განცხადებები," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს უკვე მიმართა, და მანდატის შეწყვეტა მოითხოვა.