"კოალიცია ცვლილებისთვის" ცესკოს პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით, ოფიციალურად მიმართა. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციას მათი განაცხადის დაკმაყოფილებისთვის სამდღიანი ვადა აქვს, თუმცა კოალიცია კალანდარიშვილისგან ითხოვს, ეს გადაწყვეტილება ხვალვე დააკმაყოფილოს.
თევზაძე განმარტავს, რატომაა მნიშვნელოვანი ჯერ სიის ჩახსნა, შემდეგ კი ინდივიდუალური განცხადებები მანდატების დატოვებაზე:
"კოალიცია ცვლილებისთვის არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია. ის სიტყვა რაც ვთქვით და შევპირდით ჩვენს ამომრჩეველს, ყველა იმ ამომრჩეველს ვინც ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ მიიტაცა არჩევნები და ის შედეგი, რაც მათ დაიწერეს და დაუწერა ცესკომ, არ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას, ჩვენ, აქედან გამომდინარე დღეს ცესკოში, ჩავაბარეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ პარტიული სიის ჩახსნას და ამის შემდეგ, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს უკვე იმ დეპუტატების, რომელსაც ე.წ. საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილების ცნობა მოახდინა, ის ადამიანები მოვითხოვთ ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტას პირადი განცხადების საფუძველზე.
რატომ ვაკეთებთ ამ თანმიმდევრობით? იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას მოვუსპოთ რაც შეიძლება მეტი ე.წ. რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა და პერიოდი. ამიტომ, ჩვენ გვიდა რომ ჩავხსნათ სია და ცესკოს აქვს 3 დღე ამისთვის, მაგრამ მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს ეს გააკეთოს ხვალვე ვინაიდან მან არ შეუწყოს ხელი და არ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის კონსტიტუციურ გადატრიალებაში, რასაც ქართული ოცნება აკეთებს...
ამის შემდეგ ჩვენ მივმართავთ ე.წ. პარლამენტს და მოვითხოვთ ჩვენი მანდატების გაუქმებას იმიტომ, რომ პირველ რიგში რომ მიგვემართა ე.წ. პარლამენტისთვის და ჩაეხსნა, შემდეგ ადგილმონაცვლეობით უნდა შემოსულიყო ახალი ადამიანები. ისინი ვინც სიაშია. " განაცხადა თევზაძემ.