თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას...კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური წარმომადგენლობა უერთდება ODIHR-ის მოწოდებას თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმართ დიალოგში ჩართვის შესახებ.
"დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ", - წერია განცხადებაში.