
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, რომელიც აჭარაში იმყოფება, ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, 9 კრიტიკულია:
ვნახე 141 პაციენტი, რომელთა 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, აქედან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 9. საწოლფონდი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა და უნდა ვიყოთ მზად, რომ პაციენტების მატების შემთხვევაში, საწოლფონდი იყოს საკმარისი- ამბობს ეზუგბაია.
ახალი მონაცემები ინფიცირებულთა შესახებ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ამ დროისათვის კი ქვეყანაში კოვიდ 19-ის 4140 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1643, ხოლო გარდაცვლილია 25 პაციენტი.