ამერიკის მოქალაქის მიმართ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირი დააკავა.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული უცხოელს ბაწარას ხეობაში იმ დროს შეხვდა, როცა ის ტურისტული მარშრუტით იმყოფებოდა. მისივე თქმით, დაკავებულს ჯანმრთელობის უმძიმესი დიაგნოზი აქვს, რის გამოც მას გაცნობიერებული ვერ ექნებოდა დანაშაულის სიმძიმე.
32 წლის კაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. სასამართლო პროცესზე ადვოკატი, აღკვეთის გაუქმებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე უკვე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
მამაკაცის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს მისი ოჯახი და თანასოფლელები პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქციას გამართავენ.