"მარნეულში, N22-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრმა ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა" | ISFED-ის განცხადება დარღვევებზე

გამოქვეყნდა:

მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჯერად საქმე ეხება მარნეულის N22-ე საარჩევნო უბანს, სადაც კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი უბნიდან გააძევა.

"კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენის ჩაყრის შემთხვევა ისევ მარნეულის საარჩევნო ოლქის, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე და რა თქმა უნდა, გასაჩივრებული გვაქვს აღნიშნული საარჩევნო უბანი. 
[...] 
N22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა," - განაცხადა ნინო დოლიძემ. 

ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა მარნეულის N69-ე უბანზეც დაფიქსირდა. მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეწყდა. მოგვიანებით კი უბანზე დაფიქსირებული შედეგები გაბათილდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი