
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა.