
კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტი 17 რიცხვში საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, გარდაცვლილს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა
„პაციენტი იყო 70 წლის. სამწუხაროდ, 17 სექტემბერს საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგ გამართულ ბრიფინგზე.
26 გარდაცვლილის შესხებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.