დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, რამდენიმე ქვეყანაში ქართველი ემიგრანტებიც შეიკრიბებიან. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აქცია დაანონსებულია ესპანეთსა და აშშ-ში, საქართველოს საელჩოებთან. 

მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგო, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყნის შიგნით არჩევნები გაყალბდა და ეს უნდა გაიგოს ცივილიზებულმა სამყარომ.

გუშინ  კი ემიგრანტებმა აქცია გამართეს ბერლინში, ბრანდერბურგის კარიბჭესთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "გზის" ორგანიზებით. როგორც შეკრებილები ამბობდნენ,  არჩევნები საქართველოში გაყალბდა, პარლამენტი ლეგიტიმური არაა და "ქართული ოცნება" ქვეყნის ევროპული მომავლის მიტაცებას ცდილობს.

"არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს" | დღეს, 19 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი